მადლიერების სიგელი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდისგან

მადლიერების სიგელი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდისგან

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა კლინიკა “ინტერმედიკას” მადლიერების სიგელი გადმოსცა. ფონდის დაარსების დღიდან „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი“ ფინანსურ დახმარებას უწევს ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს. ფონდი უკვე 285 ბავშვს დაეხმარა, რაც ფინანსურად, ფონდის მიერ გაწეული 2 365 000 ლარის დახმარებას წარმოადგენს.

“ჩვენი ხანმოკლე არსებობის განმავლობაში, მუდმივად ვცდილობდით დავხმარებოდით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნის დიაგნოზი, სამწუხაროდ, ჩვენს კლინიკაში ხშირად დასმულა. ასეთ დროს, როცა შენს ხელთ აღარ რჩება დახმარების არანაირი მექანიზმი, თანამშრომლებმა გადავწყვიტეთ ყოველთვიურად ხელფასებიდან მცირედით დავხმარებოდით ამ ვერაგ დაავადებასთან მებრძოლ ბავშვებს. ეს ზღვაში წვეთი იყო, თუმცა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდთან ჩვენი თანამშრომლობა უკვე სამ წელზე მეტს ითვლის” – თამარ ცხომელიძე, კლინიკა “ინტერმედიკას” დირექტორი.