PREVECAL-ის სერტიფიკატი ხარისხის შეფასების გარე პროგრამაში

PREVECAL-ის სერტიფიკატი ხარისხის შეფასების გარე პროგრამაში

ხარისხის გარე კონტროლი (EQAS), რომელიც ცნობილია როგორც – PREVECAL, ლაბორატორიის ხარისხის შიდა კონტროლის შემავსებელი კომპონენტია და წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ლაბორატორიული შედეგების სიზუსტის შესამოწმებლად და მისი ეფექტურობის შესაფასებლად.

კლინიკა „ინტერმედიკა“ ლაბორატორიული მომსახურების მიწოდების ხარისხს ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს და ამაყობს, რომ საერთაშორისო ხარისხის მასერტიფიცირებელმა ორგანომ PREVECAL-ის ხარისხის გარე შეფასების პროგრამაში მონაწილეობის სერტიფიკატით დააჯილდოვა.

ლაბორატორიების საერთაშორისო ხარისხის გარე შეფასების სისტემა (EQAS) შეიქმნა 1999 წელს BioSystems,  S.A.  მიერ და აღიარებულია მთელ მსოფლიოში. BioSystems S.A. წარმოადგენს ლაბორატორიების ანალიტიკური სისტემების მწარმოებელ გლობალურ ბრენდს.