დერმატოლოგია

  1. მთავარი
  2. დერმატოლოგია
    • 06 12 2017
    დერმატოლოგია

    დერმატოლოგია

    დერმატოლოგი მკურნალობს ისეთ დაავადებებს როგორებიცაა: კანისა და ფრჩხილების დაავადებები, პროვოცირებული სოკოვანი პათოგენებით (ეპიდერმოიფია, ტრიქოფიტოზი, მიკროსპორია, კანდიდოზი, ონიქომიკოზი, ეპიდერმატოზი, რუბრომიკოზი და ა.შ.), კანის ინფექციური ტიპის დაზიანებები (იმპეტიგო, ერითემა, ფოლიკულიტი, კარბუნკული და ა.შ.), ვიტრუსული ტიპის დაავადებები (ნებისმიერი სახის ლიქენი, პაპილომა, ჰერპესი), ეკზემა, ალერგიული დერმატიტები, ნეიროდერმიტები, ჭინჭრის ციება, კანის პარაზიტული ტიპის დაზიანება, სებორეა, ტოქსიდერმია, ფსორიაზი, კანის დაზიანებები და გამონაყარი გამოწვეული შინაგანი ორგანოების დაავადებებით, აივ ინფექციით და სამკურნალო ნივთიერებებით, აკნე, ფავუსი, მუნი, კანის კიბო და ა.შ.        დერმატოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების სწორ და დროულ დიაგნოსტიკას. პირველ რიგში ხდება კანის საერთო დათვალიერება, რომელიც საშუალებას იძლევა დაისვას წინასწარი დიაგნოზი. დათვალიერებისას ყურადღება ექცევა როგორც  პაციენტის კანის საერთო მდგომარეობას, ასევე პათოლოგიებსაც, მათ თავისებურებებსა და გამოხატულობის ხარისხს. საბოლოო დიაგნოზი ისმევა დამატებითი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, როგორებიცაა კანის ანაფხეკი, ლაბორატორიული კვლევები (სისხლის და შარდის ანალიზები, ბიოქიმიური, ჰისტოლოგიური, კანის ტესტები, აივ ინფექციაზე, სიფილისზე, ჰერპესვირუსულ ინფექციებზე, ალერგიული ტესტები). უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება სისტემურ დიაგნოტიკას, რადგანაც ექიმები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კანის დაავადებები ხშირად ორგანიზმში არსებული დარღვევების შედეგია. მნიშვნელოვანია ასევე ფარული ინფექციების აღმოჩენა, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე. გარდა ამისა, უნდა შეფასდეს შინაგანი ორგანოების მდგომარეობა, რომელთა პრობლემებს ხშირად მივყავართ კანის დაავადებების განვითარებასთან. ამ მიზეზით დიაგნოზი ისმევა კანის დათვალიერების და ანალიზების რეზულტატების მიხედვით, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს დადგინდეს დაავადების წარმოქმნის მიზეზი. ასეთი სისტემური მიდგომა პაციენტს ეხმარება დიდი ხნით მოიშოროს კანის დაავადება. კომპლექსური დიაგნოსტიკის ჩატარების და დიაგნოზის დასმის შემდეგ, დერმატოლოგი ნიშნავს მკურნალობის სქემას, რომელიც ინდივიდუალურად არის შერჩეული ყოველი კონკრეტული პაციენტისთვის და დამოკიდებულია გამოვლენილი დაავადების ფორმაზე და სტადიაზე. კანის დაავადებების სიმპტომები, რომლის არსებობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს დერმატოლოგს არის: გამონაყარი კანზე, ქავილი, კანის აქერცვლა, გაწითლება, შეშუპება, ფურუნკულების და ჩირქგროვების გაჩენა კანზე, დიდი რაოდენობით მეჭეჭების და ხალების გაჩენა და მათი ზომების ზრდა, კანზე ლაქების გაჩენა, კანის გაღიზიანება ან კანის რომელიმე უბნის სისველე, კანის ზედმეტად სიმშრალე ან ზედმეტი გაცხიმოვნება, აკნე, ფრჩხილების ფერის და სტრუქტურის შეცვლა, თმისცვენა, ალოპეცია და ა.შ. ინტერმედიკაში კონსულტაციას გაგიწევთ გამოცდილი ექიმი დერმატოლოგი ელგუჯა ბერაია, რომელიც შესაბამის გამოკვლევებთან ერთად დანიშნავს კონკრეტულად მხოლოდ თქვენზე მორგებულ მკურნალობას, რაც თავის მხრივ გამოჯანმრთელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.