გასტროენტეროლოგია
გასტროენტეროლოგიური კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში, რაც მხოლოდ არასწორი კვებით არ არის გამოწვეული. ადამიანთა უმრავლესობას სტრესის დროს ნერვული სისტემის გამოფიტვის შედეგად საჭმლის მონელების სისტემა ეთრგუნება, რის გამოც კუჭ - ნაწლავის ტრაქტის პრობლემებიც იჩენს თავს. ამიტომ სტრესს შესაძლოა მოჰყვეს უმადობა, მეტეორიზმი, ფაღარათი ან ყაბზობა ნაწლავის სხვადასხვა ტიპის ანთებითი პათოლოგია. აუცილებელია მიმართოთ გასტროენტეროლოგს, თუკი გაწუხებთ: ტკივილი კუჭისა და ნაწლავების არეში, დიარეა, შეკრულობა, გაუვალობა, სიმძიმის შეგრძნება და გულძმარვა საკვების მიღების შემდეგ, შებერილობა და დისკომფორტი, ბოყინი, უმადობა, არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან. ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილების, ქრონიკული გასტრიტისა და კუჭის წყლულის ძირითადი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ბაქტერია ჰელიკობაქტერ პილორი (H.pylori). თუ გაწუხებთ კუჭის დაავადებები გაქვთ 3 მნიშვნელოვანი მიზეზი შეიმოწმოთ ჰელიკობაქტერ პილორის არსებობა.
- H.pylori მდგრადია კუჭის მჟავე გარემოს მიმართ და წლების განმავლობაში შეუძლია იცოცხლოს ასეთ გარემოში;
- H.pylori-მ შეიძლება გომოიწვიოს სერიოზული დაავადებები;
- ეფექტური დაკვალიფიციური მკურნალობა საშულებას გვაძლევს თავი ავიცილოთ სერიოზულ დაავდებებს და მათ გართულებებს.