თერაპიული კაბინეტი
თერაპევტის კომპეტენციაში შედის მკურნალობა ისეთი დაავადებების როგორებიცაა: ე.წ. „გაციება“, მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადება, გრიპი, ოტიტები, სინუსიტი, რინიტი, ბრონქების და ფილტვების დაავადებები (ბრონქიტი, ტრაქეიტი, პნევმონია, ასთმა და მათი ქრონიკული გამოვლინებები), გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული დაავადებები (მომატებული არტერიული წნევა, ჰიპერტენზია, გულის უკმარისობები, არითმია, ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა და სხვა გულის იშემიური დაავადებები), საჭმლის მომნელებელი სისტემის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (წყლულები, გასტრიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის, წვრილი და მსხვილი ნაწლავების დაავადებები, პანკრეატიტი და მისი ქრონიული ფორმა, В და С ვირუსული ჰეპატიტები და ასევე ღვიძლის სხვა დაავადებები), ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები (რევმატიზმი, ართრიტი, ბურსიტი და სხვა), სისხლის სხვადასხვა ფორმის დაავადებები (ლეიკოზი, ანემია, ჰემოფილიები და სხვა), საშარდე სისტემის დააავადებები (პიელონეფრიტი, ნეფრიტი, შარდ-კენჭოვანი დაავადება, ცისტიტი და ა.შ.), ენდოკრინული სისტემის დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, ჩიყვი, მეტაბოლური სისტემის მუშაობის დარღვევა), ნევროლოგიური დაავადებები (ხერხემლის და ზურდის დაავადებები), შემაერთებელი ქსოვილების ფუნქციების დარღვევა, სისტემური დაავადებები, ქრონიკული დაღლილობა, ქრონიკული დაავადებების გამწვავება და ა.შ. თერაპევტს კონსულტაციაზე უნდა მიაკითხოთ როდესაც გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: ტკივილი გულის არეში, თავის ტკივილი, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, მუდმივი ან შეტევითი ხველა, ტკივილი წელის არეში, თავბრუსხვევის და გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მუდმივი ყრუ ან შეტევითი ტკივილი მუცლის არეში, ტკივილი სახსრებში, კიდურების და სახის შეშუპება, კანის ფერის ცვალებადობა, სისხლი შარდში ან განავალში და ა.შ. ასევე არსებობს სიმპტომები, რომლებიც არ არის დამახასიათებელი მხოლოდ ერთი დაავადებისთვის: უეცარი წონაში კლება, ძლიერი დაღლილობა, ძილიანობა, კოორდინაციის დაკარგვა, სხეულზე გამონაყარი, გაურკვეველი ლოკალიზაციის და ხასიათის ტკივილი, თავის და ხერხემლის ტკივილი, სუბფებრილური ტემპერატურა, ძილის დარღვევა, დეპრესიული მდგომარეობა, ედემა, მომატებული გაღიზიანება. თუ თქვენ გივლინდებათ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებისგან რომელიმე, აუცილებელია მიაკითხოთ თერაპევტს. ხშირად ეს სიმპტომები არ არის სერიოზული ავადმყოფობის გამოვლინება, თუმცა თუ მათ ყურადღებას არ მივაქცევთ, შესაძლოა დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდეს ქრონიკული დაავადება, რომელიც შეიძლება თავიდან აგვეცილებინა. ინტერმედიკაში მაღალპროფესიულ დონეზე ხორციელდება, როგორც ცალკეული პაციენტის დაავადებათა დიაგნოსტირება და მკურნალობა, ასევე მთლიანი ოჯახის სამედიცინო პატრონაჟი. კაბინეტს ხელმძღვანელობს პროფესიონალი და გულისხმიერი ექიმი მარინა ჩემია მრავალწლიანი გამოცდილებით.