კარდიოლოგიური კაბინეტი

  1. მთავარი
  2. კარდიოლოგიური კაბინეტი
    • 06 12 2017
    კარდიოლოგიური კაბინეტი

    კარდიოლოგიური კაბინეტი

    ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს, რომელის მკურნალობითაა დაკავებული კარდიოლოგი, მიეკუთვნება: გულის იშემიური დაავადება, თანდაყოლილი ან შეძენილი გულის მანკები, სტენოკარდია, რომელიც გამოვლინდება შეტევითი ტკივილების ფონზე, რომელიც ლოკალიზებულია გულის არეში და წარმოიქმნება სისხლის მიწოდების მწვავე უკმარისობის ფონზე, სხვადასხვა ეტიოლოგიის გულის უკმარისობა, ანთებითი დაზიანებები, რომლებიც წარმოიქმნება გულის კუნთის სხვადასხვა უბნებში (კარდიტები) და რომელთა წარმოშობის მიზეზები ძალზედ მრავალფეროვანია, თუმცა მიუხედავად ამისა შედეგი არის ის რომ ზიანდება გული და სისხლძარღვები, კარდიოსკლეროზი, მოციმციმე არითმია, აორტის და სხვა არტერიების ანევრიზმები (კედლების ანომალური გათხელება და გამობურცვა), არითმიები (ტაქიკარდია, ბრადიკარდია, გულიას არასრული ბლოკადა), აორტის სტენოზი, თრომბოფლებიტები და თრომბოზები, რომელთა გამოც არსებობს საშიშროება სისხლძარღვების დახშობის, ინფარქტის წინამდგომარება, ინფარქტი. არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერტონული კრიზები, ათეროსკლეროზი, კარდიომიოპათიები.        გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სიმპტომები შეიძლება იყოს უამრავი, რომელთაც განსხვავებული წარმოშობა და მიმდინარეობა აქვთ. ხშირად სიმპტომები ვლინდება გადატანილი მწვავე ვირუსული ან ინფექციური დაავადებების, ტრავმების, ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაციის და ანთებითი პროცესების შემდგომ. სიმპტომები რომელთა გაჩენის შემდეგ პაციენტმა უნდა მიაკითხოს კარდიოლოგს არის: სისუსტე, თავბრუსხვევები, ოფლიანობა, გულის რითმის დარღვევა, ტკივილი გულის არეში, ხელისკენ, ბეჭისკენ ან ქვედა ყბისკენ ირადიკაციით, ქოშინი, მაჯისცემის სიხშირის და დარტყმის ცვლა, არტერიული წნევის ხანგრძლივი მომატება ან შემცირება, ციანოზი, ანამნეზში რევმატიზმი, დასიება, რომელიც არ არის დაკავშირებული თიქრკმელების მუშაობასთან და სხა. ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ ელექტროკარდიოგრაფია "Bionet Kardio Care"-ის 12 არხიანი უახლესი აპარატით, ლაბორატორიული კვლევები, ექოკარდიოსკოპია ("Sonoace 800 Prime"-ს ფერადი დოპლერით). რაც შეეხება კარდიოტოკოგრაფიულ კვლევას, ტარდება "Analogic"-ის ფირმის ულტრათანამედროვე კომპიუტერიზებული სისტემით. გახსოვდეთ, რომ აღნიშნული გამოკვლევით თქვენ თავიდან აიცილებთ ნაყოფის გულსისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებულ პრობლემებს. კონსულტაცია შეგიძლიათ გაიაროთ ჩვენს კარდიოლოგ, ქალბატონ ხათუნა დიასამიძესთან, რომელიც შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ რეკომენდებულ კვლევებს და მკურნალობას.