მამოლოგია

  1. მთავარი
  2. მამოლოგია
    • 06 12 2017
    მამოლოგია

    მამოლოგია

    მამოლოგია შეიცავს სარძევე ჯირკვლის ყველა პათოლოგიის დიაგნოსტიკას, მკურნალობას და პროფილაქტიკას, გამოიკვლევს ამა თუ იმ დაავადების წარმოქმნის მიზეზს. იმისთვის, რომ პაციენტმა დროულად შეიტყოს დავადების შესახებ, სულ უფრო ხშირად ხდება ახალი მეთოდების გამოყენება ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი წარმონამქნების აღმოსაჩენად. თუმცა სარძევე ჯირკვლის დაავადებათა უმრავლესობა არ არის ავთვისებიანი, ძალზედ მნიშვნელოვანია სწრაფად ჩატარდეს დიაგნოსტიკა მათ შესაფასებლად, რადგანაც თუ კი სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე იქნა აღმოჩენილი ადრეულ სტადიაზე, მისი მკურნალობა უფრო ეფექტურია. თანამედროვე მაღალმგრძნობიარე აპარატურის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის უნიკალური მეთოდიკების გამოყენებით, შესაძლებელია მოხდეს სარძევე ჯირკვლის პრაქტიკულად ყველა პათოლოგიის განკურნება. სარძევე ჯირკვლის ყოველთვიური თვითგასინჯვა საუკეთესო გზაა სიმსივნური წარმონაქმნის დროული დიაგნოსტიკისთვის, თუმცა წელიწადში მინიმუმ ერთხელ ან ორჯერ აუცილებელია  სარძევე ჯირკვლის პათოლოგიის დიაგნოსტიკის სრული ციკლის ჩატარება, რომელიც შედგება ულტრაბგერითი კვლევით და გამოცდილი მამოლოგის კონსულტაციისგან.        დიაგნოსტიკური კვლევების ძირითადი პროცედურებია:

    • ინსპექცია - სარძვე ჯირკვლების დათვალიერება. აკვირდებიან ძუძუს ფორმას, ზომის ნებისმიერ ცვლილებებს, დგომას, დვრილ-არეოლური კომპლექსების მდგომარეობას.
    • პალპაცია - ყველაზე მარტივი მეთოდია, რომელიც ხორციელდება ხელით გასინჯვით. ეს მეთოდიკა იძლევა საშუალებას შევაფასოთ ჯირკვლის სიმკვრივე, ინახოს სხვადასხვა კვანძოვანი წარმონაქმნები.
    • ულტრაბგერითი გამოკვლევა - კვლევის რუტინული მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა დავინახოთ სარძევე ჯირკვლის სტრუქტურის თავისებურებები. მისი დახმარებით ხდება სარძევე ჯირკვლის წარმონაქმნების ბიოფსიის ჩატარება.
    • მამოგრაფია - ეს არის რენტგენოლოგიური მეთოდი. იგი ენიშნება წელიწადში ერთხელ ყველა 40 წელს გადაცილებულ ქალს.
    • ბიოფსია - ეს არის ინვაზიური მეთოდი, რომელიც ინიშნება სარძევე ჯირკვლის წარმონაქმნის ბუნების ვერიფიკაციის მიზნით იგი სრულდება პუნქციის მეშვეობით და ამგვარად მიღებული მასალა გამოიკვლევა ლაბორატორიაში წარმონაქმნის მორფოლოგიური სტრუქტურის დასადგენად.
    დაავადებების წარმოშობის მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორად მიიჩნევა გენეტიკური წინასწარგანწყობა, აგრეთვე მდგომარეობები, რომელთა დროს დარღვეულია ქალის ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსი. კონსულტაცია შეგიძლიათ გაიაროთ ჩვენს ექიმ-მამოლოგთან ბატონ ირაკლი კოხრეიძესთან.