ნევროლოგია და რეაბილიტაცია

  1. მთავარი
  2. ნევროლოგია და რეაბილიტაცია
    • 06 12 2017
    ნევროლოგია და რეაბილიტაცია

    ნევროლოგია და რეაბილიტაცია

    ნერვული სისტემის დაავადებები მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა კატეგორიას მიეკუთვნებიან. ნევროლოგიური დარღვევები შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მუცლადყოფნის პერიოდშიდაც კი. თავის ტვინის ქრონიკული სისხლძარღვოვანი დაავადებები, მეხსიერების დარღვევის სხვადასხვა სახე, პარკინსონის დაავადება და პარკინსონ-პლუს სინდრომები, ეპილეფსია და ქცევითი დარღვევები, პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება (კისრის და წელის რადიკულიტები, პოლინევრიტები, გაფანტული სკლეროზი), თავბრუსხვევა და ვესტიბულოსტატიკური დარღვევები, ქალა ტვინის დახურული დაზიანება, ქალა-შიდა წნევის მომატება, ინსულტები, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა, შფოთვითი და სომოტოფორმული აშლილობები, ნევროტული რიგის დარღვევები, სქოლიოზი, ოსტეოქონდროზი, ნევრიტები, რადიკულიტები, ვერტებრობაზილარული სინდრომი. ეს იმ დაავადებების ჩამონათვალია, რომელიც დროულ იდენტიფიცირებას, საჭირო კვლევებს და შესაბამის მკურნალობას საჭიროებს.         ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ნერვული სისტემის დაავადების განვითარებას მრავალია, მათ შორის თანამედროვე ცხოვრების ტემპი,  ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება, ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი, მუდმივი სტრესები, ქრონიკული დაავადებები, ორგანიზმის ინტოქსიკაცია, ტრავმები და სხვა. ასაკის მატებასთან ერთად ნერვული სისტემის დაავადების განვითარების რისკი მატულობს. გირჩევთ დროულად მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ კონსულტაცია  ქალბატონ შორენა კუნჭულიასთან და მოწვეულ სპეციალისტთან  ბატონ  მიხეილ სანდლერთან.