პედიატრია
პედიატრი არის ყველაზე პირველი და მნიშვნელოვანი ექიმი სპეციალისტი, რომელის ზრუნავს ბავშვის ჯანმრთელობაზე. ბავშვი პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება დაბადების პირველივე წუთებიდან. მის კომპეტენციაში შედის ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა. პადიატრზეა დამოკიდებული მკურნალობის დროულად და სწორად დანიშვნა. პედიატრთან დროულად მიმართვაზე კი ხშირად დამოკიდებულია დაავადების მკურნალობის ეფექტურობა. დაავადების მიზეზის დასადგენად და ასევე ეფექტური მკურნალობის დასანიშნად, პედიატრი ნიშნავს ლაბორატორიულ კვლევებს (მაგ. სისხლის, შარდის განავლის და სხვა), ულტრაბგერით კვლევებს (შინაგანი ორგანოების ან რბილი ქსოვილების, ექოკარდიოგრაფიას, ნეიროსონოგრაფიას) და ა.შ. პედიატრს გააჩნია მედიცინის სხვადასხვა მიმართულებაში ფართო ცოდნა, რაც საშუალებას აძლევს გამოავლინოს და უმკურნალოს პრაქტიკულად ყველა დაავადებას. პედიატრი მკურნალობს: გულ-სისხლძარღვთა დავადებებს, სასუნთქი სისტემის დაავადებებს, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს, ნერვული სისტემის დაავადებებს, იმუნური სისტემის დავადებებს, ინფექციურ და ვირუსულ დაავადებებს, შარდ-სასქესო სისტემის დავადებებს, განვითარების თანდაყოლილ ანომალიებს, მეტაბოლურ დარღვევს ბავშვებში და ა.შ. როგორც წესი გამოყოფენ ბავშვის განვითარების რამოდენიმე ასაკობრივ პერიოდს:
- 1 – პირველი თვე დაბადებიდან,
- 2 – მეორე თვიდან 1 წლის ასაკამდე,
- 3 – სიცოცხლის მეორე წელი, 4 – 2 წლიდან 6 წლამდე,
- 5 – 6 წლიდან 10 წლამდე გოგონებისთვის და ბიჭებისთვის 6 წლიდან 12 წლამდე,
- 6 – 10 წლიდან 14 წლამდე გოგონებისთვის და 12 წლიდან 16 წლამდე ბიჭებისთვის.