რენტგენოლოგია

  1. მთავარი
  2. რენტგენოლოგია
    • 06 12 2017
    რენტგენოლოგია

    რენტგენოლოგია

    რენტგენოლოგია ესაჭიროება ყველა სამედიცინო დისციპლინებს, იმიტომ რომ, რენტგენოლოგია - ეს არის ადამიანის ფუნქციონალური ანატომია და კლინიკური ფიზიოლოგია,რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სკრინინგისა და დიაგნოსტიკისათვის. ტექნიკურმა პროგრესმა ამ საუკუნეების მანძილზე შექმნა ისეთი სამედიცინი აპარატურა, რომლის მეშვეობით რენტგენის სხივით გამოკვლევის საფრთხე დაყვანილია მინიმუმამდე.         ჩვენი კლინიკა აღჭურვილია სპეციალურად რენტგენის სხივზე მომუშავე კაბინეტებით, სადაც  ტარდება ძვალ-სახსროვანი სისტემის, თავის, სახის, შუბლის წიაღების, ჰაიმორის ღრუს, ფილტვის, მუცლის ღრუს ორგანოების, შარდ-სასქესო სისტემის და სხვა რენტგენოლოგიური გამოკვლევები. ინტერმედიკაში ვიყენებთ 2011 წლის იტალიურ  Intermedical COMPACT X-RAY  მოდელის  რენტგენის თანამედროვე აპარატს, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს თავისი გამოკვლევის შედეგი მიიღოს მისთვის სასურველი და მოსახერხებელი ფორმით: ამობეჭდილი ფირის სახით,  ჩაწერილი ფლეშკაზე და CD/DVD დისკზე, ან სულაც თავისი სურათი მიიღოს იმეილ-ით. მობრძანდით “ინტერმედიკაში”, სადაც თქვენ შეძლებთ ჩაიტაროთ სწრაფი უსაფრთხო რენტგენოლოგიური გამოკვლევა და მიიღოთ სწორი პასუხი თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.