სამკურნალო მასაჟი

  1. მთავარი
  2. სამკურნალო მასაჟი
    • 06 12 2017
    სამკურნალო მასაჟი

    სამკურნალო მასაჟი

    სამკურნალო მასაჟი სხვადასხვა ტრავმისა და დაავადების მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა. გამოვყოფთ ძირითად ჩვენებებს: ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება ზურგში, კუნთების სპაზმი, ოსტეოქონდროზი, ტანდეგობის დარღვევა ბავშვებში და მოზარდებში (ლორდიზი, სქოლიოზი, კიფოზი). ბრტყელტერფიანობა 14 წლამდე ასაკის ბავშვებში, სტრესული სიტუაციები სამსახურში და ა.შ.        სამკურნალო მასაჟს გააჩნია თავისი მეთოდიკა, თავისი ჩვენებები და უკუჩვენებები. არსებობს, როგორც საერთო, ისე ლოკალური ხასიათის მასაჟი. იმის მიხედვით, თუ ორგანიზმში რა სახის ფუნქციური დარღვევაა, იცვლება ამ მეთოდის მოდიფიკაციაც. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია პირველ რიგში მიიღოთ პროფესიონალის კონსულტაცია სანამ დაგეგმავთ სამკურნალო მასაჟის ჩატარებას, რათა თავიდან აიცილოთ არასწორი მკურნალობით მიღებული გართულებები. აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომია ზაფხულის პერიოდში, მოწვეული ექიმი: ევგენი ტრიგუბოვი.