გინეკოლოგიური კაბინეტი
სამედიცინო ცენტრი „ინტერმედიკა“ პაციენტებს გინეკოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. ჩვენთან ტარდება გინეკოლოგიური პათოლოგიების ზუსტი დიაგნოსტიკა და მაღალკვალიფიციური მკურნალობა. კლინიკაში ტარდება სრულფასოვანი ამბულატორიული მკურნალობა შემდგომი პათოლოგიების:
- ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების (ვულვიტების, კოლპიტების, ადნექსიტების, ენდომეტრიტების) დიაგნოსტიკა მკურნალობა;
- სქესობრივად გადამდები ინფექციების (ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, ურსეპლაზმოზი) დიაგნოსტიკა, მკურნალობა;
- ვულვის არაანთებითი დაავადებების (ლეიკოპლაკია) დიაგნოსტიკა, მკურნალობა;
- საშვილოსნოს ყელის არაანთებითი დაავადებების (ეროზია, ლეიკოლაკია, პოლიპი) დიაგნოსტიკა, მკურნალობა;
- შარდის სტრესული შეუკავებლობა ქალებში-მკურნალობა;
- ქალის სასქესო ორგანოების პოლიპების, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის მკურნალობა;
- კლიმაქტერული სინდრომი და ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია;
- კონტრაცეპციის მეთოდების (აბები, საშვილოსნოს შიდა სპირალი, "სანთლები") შერჩევა;
- უშვილობის დიაგნოსტიკა -ჰორმონალური გამოკვლევები ,დინამიური ფოლიკულომეტრია,ჰისტეროსალპინგოგრაფია;
- საშ.მიომის, ენდომეტრიოზის,საკვერცეების კისტოზური წარმონაქმნების დაგნოსტიკა - ამბულატორიული მკურნალობა;
- გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგია (მენსტ.ციკლის დაღღვევების, დისფუნქციური სისხლდენების, საკვერცხეების პოლიკისტოზის, პრედმენსტრუალური სინდრომის, აკნეს, ჰირსუტიზმის) დიაგნოსტიკა და მკურნალობა.