სერვისები

  1. მთავარი
  2. სერვისები

ულტრაბგერითი კაბინეტი

ულტრაბგერითი (ექოსკოპიური) კაბინეტები აღჭურვილია “Toshiba”-ს ფირმის აპარატებით. კლინიკაში წარმოდგენილია ბოლო მოდელი პრემიუმ კლასის, “Toshiba Aplio MX SSA-780A” აპარატი, რომელიც მსოფლიოში ლიდერი კომპანიაა. აღნიშნული აპარატი 3D/4D განზომილებიანია, რაც ენერგეტიკულ და სპექტრულ რეჟიმებში ორგანიზმის დეტალური დათვალიერების და უმაღლესი ხარისხის კვლევების ჩატარების საშუალებას გვაძლევს.

                               

ჩვენი გამოცდილი ექიმების გუნდი ქ-ნი თამუნა ცეცხლაძე, ბ-ნი არჩილ ახმეტელი, აწარმოებენ ყველა სახის ექოსკოპიურ კვლევას.

მათ ვინც ჩვენთან მოსვლას ვერ ახერხებს ულტრაბგერით კვლევებს სახლში მომსახურებით ვთავაზობთ მობილური ჯგუფის მეშვეობით.

  • სამეანო ულტრაბგერითი კვლევა
  • ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგ. კვლევა
  • სარძევე ჯირკვლის ულტრაბგ. კვლევა
  • საშარდე გზების ულტრაბგ. კვლევა
  • მუცლის ღრუს ორგანოების ულტრ. კვლევა
  • ლიმფური ჯირკვლების ულტრაბგ. კველვა

რენტგენოლოგია

რენტგენოლოგია ესაჭიროება ყველა სამედიცინო დისციპლინებს, იმიტომ რომ, რენტგენოლოგია – ეს არის ადამიანის ფუნქციონალური ანატომია და კლინიკური ფიზიოლოგია,რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სკრინინგისა და დიაგნოსტიკისათვის.

ტექნიკურმა პროგრესმა ამ საუკუნეების მანძილზე შექმნა ისეთი სამედიცინი აპარატურა, რომლის მეშვეობით რენტგენის სხივით გამოკვლევის საფრთხე დაყვანილია მინიმუმამდე.

       

ჩვენი კლინიკა აღჭურვილია სპეციალურად რენტგენის სხივზე მომუშავე კაბინეტებით, სადაც  ტარდება ძვალ-სახსროვანი სისტემის, თავის, სახის, შუბლის წიაღების, ჰაიმორის ღრუს, ფილტვის, მუცლის ღრუს ორგანოების, შარდ-სასქესო სისტემის და სხვა რენტგენოლოგიური გამოკვლევები.
ინტერმედიკაში ვიყენებთ 2011 წლის იტალიურ  Intermedical COMPACT X-RAY  მოდელის  რენტგენის თანამედროვე აპარატს, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს თავისი გამოკვლევის შედეგი მიიღოს მისთვის სასურველი და მოსახერხებელი ფორმით: ამობეჭდილი ფირის სახით,  ჩაწერილი ფლეშკაზე და CD/DVD დისკზე, ან სულაც თავისი სურათი მიიღოს იმეილ-ით.

მობრძანდით “ინტერმედიკაში”, სადაც თქვენ შეძლებთ ჩაიტაროთ სწრაფი უსაფრთხო რენტგენოლოგიური გამოკვლევა და მიიღოთ სწორი პასუხი თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 

ოფთალმოლოგია

ინტერმედიკაში ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ოფთალმოლოგიური კაბინეტი. ჩვენს კლინიკაში ვიყენებთ ბოლო თაობის ACCUREF-K მოდელის აპარატს, რომელიც საშუალებას გვაძლევს საფუძვლიანად გამოვიკვლიოთ როგორც მოზარდების, ასევე მოზრდილების სხვადასხვა ოფთალმოლოგიური დაავადებები.

        

ჩვენს კლინიკაში სათანადო გამოკვლევებს ჩაგიტარებთ და კონსულტაციას გაგიწევთ პროფესიონალი ოფთალმოლოგი ქ-ნი მარინა გორგილაძე.

ინტერმედიკის თვალის ექსპერტი ზრუნავს თითოეულ პაციენტზე და სრულყოფილი დიაგნოსტიკის საფუძველზე, ამომწურავ პასუხებს აწვდის მათ მხედველობის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ. თვალის პრობლემები შეიძლება დაკავშირებული იყოს პაციენტის სხვა სამედიცინო ჩვენებებთან, მაგ.: დიაბეტი, იმუნური სისტემის მდგომარეობა და ა.შ. ამიტომ ჩვენი სხვადასხვა დარგის სპეციალისტები (ენდოკრინოლოგები, ნევროლოგობი) მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, რათა შექმნან თქვენი ჯანმრთელობის საერთო სურათი, სწორი დიაგნოზის დასასმელად და შესაბამისი მკურნალობის დასანიშნად.

ინტერმედიკაში შესაძლებელია:

  • რქოვანას პათოლოგიების დადგენა
  • გლაუკომის დიაგნოსტირება და მკურნალობა
  • ქუთუთოებისა და წამწამების პათოლოგიების (პარაზიტული დაავადებების, ნევუსებისა და ათერომების) დიაგნოსტიკა და მკურნალობა
  • რეფრაქციის დადგენა
  • თვალისა და ოპტიკური ლინზების (მყარი და რბილი, ფერადი) შერჩევა

გინეკოლოგიური კაბინეტი

სამედიცინო ცენტრი „ინტერმედიკა“ პაციენტებს გინეკოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს  სთავაზობს. ჩვენთან  ტარდება გინეკოლოგიური პათოლოგიების  ზუსტი  დიაგნოსტიკა  და მაღალკვალიფიციური  მკურნალობა.

      

კლინიკაში ტარდება სრულფასოვანი  ამბულატორიული  მკურნალობა შემდგომი პათოლოგიების:

  • ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების (ვულვიტების, კოლპიტების, ადნექსიტების, ენდომეტრიტების) დიაგნოსტიკა მკურნალობა;
  • სქესობრივად გადამდები ინფექციების (ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, ურსეპლაზმოზი) დიაგნოსტიკა, მკურნალობა;
  • ვულვის არაანთებითი დაავადებების (ლეიკოპლაკია) დიაგნოსტიკა, მკურნალობა;
  • საშვილოსნოს ყელის არაანთებითი დაავადებების (ეროზია, ლეიკოლაკია, პოლიპი) დიაგნოსტიკა, მკურნალობა;
  • შარდის სტრესული შეუკავებლობა ქალებში-მკურნალობა;
  • ქალის სასქესო ორგანოების  პოლიპების, ენდომეტრიუმის  ჰიპერპლაზიის მკურნალობა;
  • კლიმაქტერული სინდრომი და ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია;
  • კონტრაცეპციის მეთოდების (აბები, საშვილოსნოს შიდა სპირალი, “სანთლები”) შერჩევა;
  • უშვილობის დიაგნოსტიკა -ჰორმონალური გამოკვლევები ,დინამიური ფოლიკულომეტრია,ჰისტეროსალპინგოგრაფია;
  • საშ.მიომის, ენდომეტრიოზის,საკვერცეების კისტოზური წარმონაქმნების დაგნოსტიკა – ამბულატორიული მკურნალობა;
  • გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგია (მენსტ.ციკლის დაღღვევების, დისფუნქციური სისხლდენების, საკვერცხეების პოლიკისტოზის, პრედმენსტრუალური სინდრომის, აკნეს, ჰირსუტიზმის) დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

კლინიკა “ინტერმედიკა”-ში პაციენტისათვის  კომფორტულ  გარემოში  ხდება  სანდო  ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევები:

  • ჰორმონალური კვლევები
  • პაპ-ტესტი
  • საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპია
  • ჰისტეროსალპინგოგრაფია
  • საშ. ყელის ბიოფსია
  • გინეკოლოგიური ექოსკოპია
  • საშვილოსნოს ყელის კოლპოსკოპიური კვლევა
  • საშოს ურეთრალური ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა, ანტიბიოტიკოგრამა
  • ქრონიკული ინფექციების (ციტომეგალოვირუსი, ჰერპესი, ბ და ც ჰეპატიტების, ტოქსოპლაზმის, ქლამიდიოზის, ათაშინგის, შიდსის) დიაგნოსტიკა
  • შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა, ანტიბიოტიკოგრამა

ენდოკრინოლოგია

ბოლო წლებში საქართველოში შესამჩნევი გახდა ენდოკრინული დაავადებების მატების ტენდენცია. შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, მეტაბოლური სინდრომი, რეპროდუქციული სისტემის სხვადასხვა დარღვევა, სიმსუქნე და ა.შ. ეს იმ დაავადებათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც ენდოკრინოლოგს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდება.

      

განსაკუთრებით მომატებულია შაქრიანი დიაბეტის და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, რასაც ბოლო 20 წლის სტატისტიკა ადასტურებს და რომლის დროული დიაგნოსტიკა და სათანადო მკურნალობა უმნიშვნელოვანესია. ინტერმედიკაში სათანადო კონსულტაციას გაგიწევთ ჩვენი პროფესიონალი ექიმები. გირჩევთ დროულად მიაქციოთ ყურადღება ზემოთხსენებულ დაავადებებს, რათა ჯანმრთელი მომავალი გარანტირებული გქონდეთ.

 

 

მამოლოგია

მამოლოგია შეიცავს სარძევე ჯირკვლის ყველა პათოლოგიის დიაგნოსტიკას, მკურნალობას და პროფილაქტიკას, გამოიკვლევს ამა თუ იმ დაავადების წარმოქმნის მიზეზს.

იმისთვის, რომ პაციენტმა დროულად შეიტყოს დავადების შესახებ, სულ უფრო ხშირად ხდება ახალი მეთოდების გამოყენება ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი წარმონამქნების აღმოსაჩენად. თუმცა სარძევე ჯირკვლის დაავადებათა უმრავლესობა არ არის ავთვისებიანი, ძალზედ მნიშვნელოვანია სწრაფად ჩატარდეს დიაგნოსტიკა მათ შესაფასებლად, რადგანაც თუ კი სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე იქნა აღმოჩენილი ადრეულ სტადიაზე, მისი მკურნალობა უფრო ეფექტურია. თანამედროვე მაღალმგრძნობიარე აპარატურის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის უნიკალური მეთოდიკების გამოყენებით, შესაძლებელია მოხდეს სარძევე ჯირკვლის პრაქტიკულად ყველა პათოლოგიის განკურნება.

სარძევე ჯირკვლის ყოველთვიური თვითგასინჯვა საუკეთესო გზაა სიმსივნური წარმონაქმნის დროული დიაგნოსტიკისთვის, თუმცა წელიწადში მინიმუმ ერთხელ ან ორჯერ აუცილებელია  სარძევე ჯირკვლის პათოლოგიის დიაგნოსტიკის სრული ციკლის ჩატარება, რომელიც შედგება ულტრაბგერითი კვლევით და გამოცდილი მამოლოგის კონსულტაციისგან.

      

დიაგნოსტიკური კვლევების ძირითადი პროცედურებია:

  • ინსპექცია – სარძვე ჯირკვლების დათვალიერება. აკვირდებიან ძუძუს ფორმას, ზომის ნებისმიერ ცვლილებებს, დგომას, დვრილ-არეოლური კომპლექსების მდგომარეობას.
  • პალპაცია – ყველაზე მარტივი მეთოდია, რომელიც ხორციელდება ხელით გასინჯვით. ეს მეთოდიკა იძლევა საშუალებას შევაფასოთ ჯირკვლის სიმკვრივე, ინახოს სხვადასხვა კვანძოვანი წარმონაქმნები.
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა – კვლევის რუტინული მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა დავინახოთ სარძევე ჯირკვლის სტრუქტურის თავისებურებები. მისი დახმარებით ხდება სარძევე ჯირკვლის წარმონაქმნების ბიოფსიის ჩატარება.
  • მამოგრაფია – ეს არის რენტგენოლოგიური მეთოდი. იგი ენიშნება წელიწადში ერთხელ ყველა 40 წელს გადაცილებულ ქალს.
  • ბიოფსია – ეს არის ინვაზიური მეთოდი, რომელიც ინიშნება სარძევე ჯირკვლის წარმონაქმნის ბუნების ვერიფიკაციის მიზნით იგი სრულდება პუნქციის მეშვეობით და ამგვარად მიღებული მასალა გამოიკვლევა ლაბორატორიაში წარმონაქმნის მორფოლოგიური სტრუქტურის დასადგენად.

დაავადებების წარმოშობის მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორად მიიჩნევა გენეტიკური წინასწარგანწყობა, აგრეთვე მდგომარეობები, რომელთა დროს დარღვეულია ქალის ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსი.

კონსულტაცია შეგიძლიათ გაიაროთ ჩვენს ექიმ-მამოლოგთან ბატონ ირაკლი კოხრეიძესთან.

 

 

პედიატრია

პედიატრი არის ყველაზე პირველი და მნიშვნელოვანი ექიმი სპეციალისტი, რომელის ზრუნავს ბავშვის ჯანმრთელობაზე. ბავშვი პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება დაბადების პირველივე წუთებიდან. მის კომპეტენციაში შედის ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა. პადიატრზეა დამოკიდებული მკურნალობის დროულად და სწორად დანიშვნა. პედიატრთან დროულად მიმართვაზე კი ხშირად დამოკიდებულია დაავადების მკურნალობის ეფექტურობა.

დაავადების მიზეზის დასადგენად და ასევე ეფექტური მკურნალობის დასანიშნად, პედიატრი ნიშნავს ლაბორატორიულ კვლევებს (მაგ. სისხლის, შარდის განავლის და სხვა), ულტრაბგერით კვლევებს (შინაგანი ორგანოების ან რბილი ქსოვილების, ექოკარდიოგრაფიას, ნეიროსონოგრაფიას) და ა.შ.

პედიატრს გააჩნია მედიცინის სხვადასხვა მიმართულებაში ფართო ცოდნა, რაც საშუალებას აძლევს გამოავლინოს და უმკურნალოს პრაქტიკულად ყველა დაავადებას. პედიატრი მკურნალობს: გულ-სისხლძარღვთა დავადებებს, სასუნთქი სისტემის დაავადებებს, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს, ნერვული სისტემის დაავადებებს, იმუნური სისტემის დავადებებს, ინფექციურ და ვირუსულ დაავადებებს, შარდ-სასქესო სისტემის დავადებებს, განვითარების თანდაყოლილ ანომალიებს, მეტაბოლურ დარღვევს ბავშვებში და ა.შ.

    

როგორც წესი გამოყოფენ ბავშვის განვითარების რამოდენიმე ასაკობრივ პერიოდს:

  • 1 – პირველი თვე დაბადებიდან,
  • 2 – მეორე თვიდან 1 წლის ასაკამდე,
  • 3 – სიცოცხლის მეორე წელი, 4 – 2 წლიდან 6 წლამდე,
  • 5 – 6 წლიდან 10 წლამდე გოგონებისთვის და ბიჭებისთვის 6 წლიდან 12 წლამდე,
  • 6 – 10 წლიდან 14 წლამდე გოგონებისთვის და 12 წლიდან 16 წლამდე ბიჭებისთვის.

 

ბავშვის განვითარების დაწყებას და დასრულებას მნიშვნელოვანი ინდივიდუალური თავისებურებები გააჩნია. ინტერკლინიკაში მიმდინარეობს 0-16 წლამდე ასაკის ბავშვთა სამედიცინო მომსახურება: პულმონოლოგია, კარდიოლოგია, ნევროლოგია, ენდოკრინოლოგია. ინსტრუმენტალური კვლევებიდან ტარდება: ექოსკოპია, ნეიროსონოსკოპია, ენდოსკოპია და რენტგენოგრაფია.

უროლოგია და ანდროლოგია

პროსტატის ადენომა, შარდის ქრონიკული შეკავება, პროსტატის სიმსივნე, ნაადრევი ეაკულაცია, იმპოტენცია-ერექტილური დისფუნქცია, ეს იმ დაავადებების ჩამონათვალია, რომელიც 45 წლის ზევით მამაკაცთა დიდ ნაწილს ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის. შესაბამისად დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მინიმუმ წელიწადში ერთხელ აუცილებელია, რაც მძიმე დაავადების რისკს თავიდან აგაცილებთ.

      

ჩვენი გამოცდილი ექიმი ირაკლი ბადოევი მამაკაცის მცირე მენჯის ორგანოთა, პროსტატის დაავადებების, უშვილობის, შარდსასქესო სისტემის ავთვისებიანი დაავადებების, სექსუალური დისფუნქციის სხვადასხვა ფორმების დიაგნოსტიკას, საქართველოში უალტერნატივო ბოლო თაობის აპარატებით“yarovit АМВЛ-01”  და “YariloSynkhro”-თი ახორციელებენ. მკურნალობა კი ხორციელდება მსოფლიოში აპრობირებული გაიდლაინების მიხედვით.

გასტროენტეროლოგია

გასტროენტეროლოგიური კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში, რაც მხოლოდ არასწორი კვებით არ არის გამოწვეული. ადამიანთა უმრავლესობას სტრესის დროს ნერვული სისტემის გამოფიტვის შედეგად საჭმლის მონელების სისტემა ეთრგუნება, რის გამოც კუჭ – ნაწლავის ტრაქტის პრობლემებიც იჩენს თავს. ამიტომ სტრესს შესაძლოა მოჰყვეს უმადობა, მეტეორიზმი, ფაღარათი ან ყაბზობა ნაწლავის სხვადასხვა ტიპის ანთებითი პათოლოგია.

აუცილებელია მიმართოთ გასტროენტეროლოგს, თუკი გაწუხებთ: ტკივილი კუჭისა და ნაწლავების არეში, დიარეა, შეკრულობა, გაუვალობა, სიმძიმის შეგრძნება და გულძმარვა საკვების მიღების შემდეგ, შებერილობა და დისკომფორტი, ბოყინი, უმადობა, არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან.

ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილების, ქრონიკული გასტრიტისა და კუჭის წყლულის ძირითადი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ბაქტერია ჰელიკობაქტერ პილორი (H.pylori). თუ გაწუხებთ კუჭის დაავადებები გაქვთ 3 მნიშვნელოვანი მიზეზი შეიმოწმოთ ჰელიკობაქტერ პილორის არსებობა.

  1. H.pylori  მდგრადია კუჭის მჟავე გარემოს მიმართ და წლების განმავლობაში შეუძლია იცოცხლოს ასეთ გარემოში;
  2. H.pylori-მ შეიძლება გომოიწვიოს  სერიოზული დაავადებები;
  3. ეფექტური დაკვალიფიციური მკურნალობა საშულებას გვაძლევს თავი ავიცილოთ სერიოზულ დაავდებებს და მათ გართულებებს.

    

ჩვენს კლინიკაში H.pylori-ს დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ტესტ-სისტემა *Хелик*, რომელიც  საშუალებას გვაძლევს ჩავატაროდ  ინფექცია H.pylori-ს არაინვაზიური, უმტკივნეულო, სპეციფიური ექსპრეს-დიაგნოსტიკა, ერადიკაციული თერაპიის მკურნალობის კონტროლი და ჩატარებული  მკურნალობის ეფექტურობის კონტროლი. ტესტ-სისტემის *Хелик* მგრძნობელობა შეადგენს 95%, სპეციფიურობა 92%.

გასტროენტეროლოგთან კონსულტაცია შედგება პაციენტის გამოკითხვისგან, გასინჯვისგან და დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურების ჩატარებისგან. საერთო კლინიკური სურათის დაზუსტების მიზნით ჩვენს კლინიკაში ტარდება  ულტრაბგერითი კვლევები და ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრი.

ინტერმედიკაში შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია ჩვენს გასტროენტეროლოგ – ეკატერინე ზოიძესთან. გამოკვლევები ტარდება საყლაპავ მილზე, კუჭზე, თორმეტგოჯა და მსხვილ ნაწლავზე (გასტრო, დუოდენო და კოლონოსკოპია).

ნევროლოგია და რეაბილიტაცია

ნერვული სისტემის დაავადებები მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა კატეგორიას მიეკუთვნებიან. ნევროლოგიური დარღვევები შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მუცლადყოფნის პერიოდშიდაც კი.

თავის ტვინის ქრონიკული სისხლძარღვოვანი დაავადებები, მეხსიერების დარღვევის სხვადასხვა სახე, პარკინსონის დაავადება და პარკინსონ-პლუს სინდრომები, ეპილეფსია და ქცევითი დარღვევები, პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება (კისრის და წელის რადიკულიტები, პოლინევრიტები, გაფანტული სკლეროზი), თავბრუსხვევა და ვესტიბულოსტატიკური დარღვევები, ქალა ტვინის დახურული დაზიანება, ქალა-შიდა წნევის მომატება, ინსულტები, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა, შფოთვითი და სომოტოფორმული აშლილობები, ნევროტული რიგის დარღვევები, სქოლიოზი, ოსტეოქონდროზი, ნევრიტები, რადიკულიტები, ვერტებრობაზილარული სინდრომი. ეს იმ დაავადებების ჩამონათვალია, რომელიც დროულ იდენტიფიცირებას, საჭირო კვლევებს და შესაბამის მკურნალობას საჭიროებს.

       

ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ნერვული სისტემის დაავადების განვითარებას მრავალია, მათ შორის თანამედროვე ცხოვრების ტემპი,  ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება, ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი, მუდმივი სტრესები, ქრონიკული დაავადებები, ორგანიზმის ინტოქსიკაცია, ტრავმები და სხვა. ასაკის მატებასთან ერთად ნერვული სისტემის დაავადების განვითარების რისკი მატულობს.

გირჩევთ დროულად მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ კონსულტაცია  ქალბატონ შორენა კუნჭულიასთან და მოწვეულ სპეციალისტთან  ბატონ  მიხეილ სანდლერთან.

კარდიოლოგიური კაბინეტი

ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს, რომელის მკურნალობითაა დაკავებული კარდიოლოგი, მიეკუთვნება: გულის იშემიური დაავადება, თანდაყოლილი ან შეძენილი გულის მანკები, სტენოკარდია, რომელიც გამოვლინდება შეტევითი ტკივილების ფონზე, რომელიც ლოკალიზებულია გულის არეში და წარმოიქმნება სისხლის მიწოდების მწვავე უკმარისობის ფონზე, სხვადასხვა ეტიოლოგიის გულის უკმარისობა, ანთებითი დაზიანებები, რომლებიც წარმოიქმნება გულის კუნთის სხვადასხვა უბნებში (კარდიტები) და რომელთა წარმოშობის მიზეზები ძალზედ მრავალფეროვანია, თუმცა მიუხედავად ამისა შედეგი არის ის რომ ზიანდება გული და სისხლძარღვები, კარდიოსკლეროზი, მოციმციმე არითმია, აორტის და სხვა არტერიების ანევრიზმები (კედლების ანომალური გათხელება და გამობურცვა), არითმიები (ტაქიკარდია, ბრადიკარდია, გულიას არასრული ბლოკადა), აორტის სტენოზი, თრომბოფლებიტები და თრომბოზები, რომელთა გამოც არსებობს საშიშროება სისხლძარღვების დახშობის, ინფარქტის წინამდგომარება, ინფარქტი. არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერტონული კრიზები, ათეროსკლეროზი, კარდიომიოპათიები.

      

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სიმპტომები შეიძლება იყოს უამრავი, რომელთაც განსხვავებული წარმოშობა და მიმდინარეობა აქვთ. ხშირად სიმპტომები ვლინდება გადატანილი მწვავე ვირუსული ან ინფექციური დაავადებების, ტრავმების, ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაციის და ანთებითი პროცესების შემდგომ.

სიმპტომები რომელთა გაჩენის შემდეგ პაციენტმა უნდა მიაკითხოს კარდიოლოგს არის: სისუსტე, თავბრუსხვევები, ოფლიანობა, გულის რითმის დარღვევა, ტკივილი გულის არეში, ხელისკენ, ბეჭისკენ ან ქვედა ყბისკენ ირადიკაციით, ქოშინი, მაჯისცემის სიხშირის და დარტყმის ცვლა, არტერიული წნევის ხანგრძლივი მომატება ან შემცირება, ციანოზი, ანამნეზში რევმატიზმი, დასიება, რომელიც არ არის დაკავშირებული თიქრკმელების მუშაობასთან და სხა.

ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ ელექტროკარდიოგრაფია “Bionet Kardio Care”-ის 12 არხიანი უახლესი აპარატით, ლაბორატორიული კვლევები, ექოკარდიოსკოპია (“Sonoace 800 Prime”-ს ფერადი დოპლერით). რაც შეეხება კარდიოტოკოგრაფიულ კვლევას, ტარდება “Analogic”-ის ფირმის ულტრათანამედროვე კომპიუტერიზებული სისტემით. გახსოვდეთ, რომ აღნიშნული გამოკვლევით თქვენ თავიდან აიცილებთ ნაყოფის გულსისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

კონსულტაცია შეგიძლიათ გაიაროთ ჩვენს კარდიოლოგ, ქალბატონ ხათუნა დიასამიძესთან, რომელიც შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ რეკომენდებულ კვლევებს და მკურნალობას.

თერაპიული კაბინეტი

თერაპევტის კომპეტენციაში შედის მკურნალობა ისეთი დაავადებების როგორებიცაა: ე.წ. „გაციება“, მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადება, გრიპი, ოტიტები, სინუსიტი, რინიტი, ბრონქების და ფილტვების დაავადებები (ბრონქიტი, ტრაქეიტი, პნევმონია, ასთმა და მათი ქრონიკული გამოვლინებები), გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული დაავადებები (მომატებული არტერიული წნევა, ჰიპერტენზია, გულის უკმარისობები, არითმია, ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა და სხვა გულის იშემიური დაავადებები), საჭმლის მომნელებელი სისტემის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (წყლულები, გასტრიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის, წვრილი და მსხვილი ნაწლავების დაავადებები, პანკრეატიტი და მისი ქრონიული ფორმა, В და С ვირუსული ჰეპატიტები და ასევე ღვიძლის სხვა დაავადებები), ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები (რევმატიზმი, ართრიტი, ბურსიტი და სხვა), სისხლის სხვადასხვა ფორმის დაავადებები (ლეიკოზი, ანემია, ჰემოფილიები და სხვა), საშარდე სისტემის დააავადებები (პიელონეფრიტი, ნეფრიტი, შარდ-კენჭოვანი დაავადება, ცისტიტი და ა.შ.), ენდოკრინული სისტემის დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, ჩიყვი, მეტაბოლური სისტემის მუშაობის დარღვევა), ნევროლოგიური დაავადებები (ხერხემლის და ზურდის დაავადებები), შემაერთებელი ქსოვილების ფუნქციების დარღვევა, სისტემური დაავადებები, ქრონიკული დაღლილობა, ქრონიკული დაავადებების გამწვავება და ა.შ.

      

თერაპევტს კონსულტაციაზე უნდა მიაკითხოთ როდესაც გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: ტკივილი გულის არეში, თავის ტკივილი, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, მუდმივი ან შეტევითი ხველა, ტკივილი წელის არეში, თავბრუსხვევის და გულისრევის  შეგრძნება, ღებინება, მუდმივი ყრუ ან შეტევითი ტკივილი მუცლის არეში, ტკივილი სახსრებში, კიდურების და სახის შეშუპება, კანის ფერის ცვალებადობა, სისხლი შარდში ან განავალში და ა.შ. ასევე არსებობს სიმპტომები, რომლებიც არ არის დამახასიათებელი მხოლოდ ერთი დაავადებისთვის: უეცარი წონაში კლება, ძლიერი დაღლილობა, ძილიანობა,  კოორდინაციის დაკარგვა, სხეულზე გამონაყარი, გაურკვეველი ლოკალიზაციის და ხასიათის ტკივილი, თავის და ხერხემლის ტკივილი, სუბფებრილური ტემპერატურა,  ძილის დარღვევა, დეპრესიული მდგომარეობა, ედემა, მომატებული გაღიზიანება.

თუ თქვენ გივლინდებათ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებისგან რომელიმე, აუცილებელია მიაკითხოთ თერაპევტს. ხშირად ეს სიმპტომები არ არის სერიოზული ავადმყოფობის გამოვლინება, თუმცა თუ მათ ყურადღებას არ მივაქცევთ, შესაძლოა დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდეს ქრონიკული დაავადება, რომელიც შეიძლება თავიდან აგვეცილებინა.

ინტერმედიკაში მაღალპროფესიულ დონეზე ხორციელდება, როგორც ცალკეული პაციენტის დაავადებათა დიაგნოსტირება და მკურნალობა, ასევე მთლიანი ოჯახის სამედიცინო პატრონაჟი. კაბინეტს ხელმძღვანელობს პროფესიონალი და გულისხმიერი ექიმი მარინა ჩემია მრავალწლიანი გამოცდილებით.

დერმატოლოგია

დერმატოლოგი მკურნალობს ისეთ დაავადებებს როგორებიცაა: კანისა და ფრჩხილების დაავადებები, პროვოცირებული სოკოვანი პათოგენებით (ეპიდერმოიფია, ტრიქოფიტოზი, მიკროსპორია, კანდიდოზი, ონიქომიკოზი, ეპიდერმატოზი, რუბრომიკოზი და ა.შ.), კანის ინფექციური ტიპის დაზიანებები (იმპეტიგო, ერითემა, ფოლიკულიტი, კარბუნკული და ა.შ.), ვიტრუსული ტიპის დაავადებები (ნებისმიერი სახის ლიქენი, პაპილომა, ჰერპესი), ეკზემა, ალერგიული დერმატიტები, ნეიროდერმიტები, ჭინჭრის ციება, კანის პარაზიტული ტიპის დაზიანება, სებორეა, ტოქსიდერმია, ფსორიაზი, კანის დაზიანებები და გამონაყარი გამოწვეული შინაგანი ორგანოების დაავადებებით, აივ ინფექციით და სამკურნალო ნივთიერებებით, აკნე, ფავუსი, მუნი, კანის კიბო და ა.შ.

      

დერმატოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების სწორ და დროულ დიაგნოსტიკას. პირველ რიგში ხდება კანის საერთო დათვალიერება, რომელიც საშუალებას იძლევა დაისვას წინასწარი დიაგნოზი. დათვალიერებისას ყურადღება ექცევა როგორც  პაციენტის კანის საერთო მდგომარეობას, ასევე პათოლოგიებსაც, მათ თავისებურებებსა და გამოხატულობის ხარისხს. საბოლოო დიაგნოზი ისმევა დამატებითი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, როგორებიცაა კანის ანაფხეკი, ლაბორატორიული კვლევები (სისხლის და შარდის ანალიზები, ბიოქიმიური, ჰისტოლოგიური, კანის ტესტები, აივ ინფექციაზე, სიფილისზე, ჰერპესვირუსულ ინფექციებზე, ალერგიული ტესტები). უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება სისტემურ დიაგნოტიკას, რადგანაც ექიმები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კანის დაავადებები ხშირად ორგანიზმში არსებული დარღვევების შედეგია. მნიშვნელოვანია ასევე ფარული ინფექციების აღმოჩენა, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე. გარდა ამისა, უნდა შეფასდეს შინაგანი ორგანოების მდგომარეობა, რომელთა პრობლემებს ხშირად მივყავართ კანის დაავადებების განვითარებასთან. ამ მიზეზით დიაგნოზი ისმევა კანის დათვალიერების და ანალიზების რეზულტატების მიხედვით, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს დადგინდეს დაავადების წარმოქმნის მიზეზი. ასეთი სისტემური მიდგომა პაციენტს ეხმარება დიდი ხნით მოიშოროს კანის დაავადება.

კომპლექსური დიაგნოსტიკის ჩატარების და დიაგნოზის დასმის შემდეგ, დერმატოლოგი ნიშნავს მკურნალობის სქემას, რომელიც ინდივიდუალურად არის შერჩეული ყოველი კონკრეტული პაციენტისთვის და დამოკიდებულია გამოვლენილი დაავადების ფორმაზე და სტადიაზე.

კანის დაავადებების სიმპტომები, რომლის არსებობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს დერმატოლოგს არის: გამონაყარი კანზე, ქავილი, კანის აქერცვლა, გაწითლება, შეშუპება, ფურუნკულების და ჩირქგროვების გაჩენა კანზე, დიდი რაოდენობით მეჭეჭების და ხალების გაჩენა და მათი ზომების ზრდა, კანზე ლაქების გაჩენა, კანის გაღიზიანება ან კანის რომელიმე უბნის სისველე, კანის ზედმეტად სიმშრალე ან ზედმეტი გაცხიმოვნება, აკნე, ფრჩხილების ფერის და სტრუქტურის შეცვლა, თმისცვენა, ალოპეცია და ა.შ.

ინტერმედიკაში კონსულტაციას გაგიწევთ გამოცდილი ექიმი დერმატოლოგი ელგუჯა ბერაია, რომელიც შესაბამის გამოკვლევებთან ერთად დანიშნავს კონკრეტულად მხოლოდ თქვენზე მორგებულ მკურნალობას, რაც თავის მხრივ გამოჯანმრთელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

სამკურნალო მასაჟი

სამკურნალო მასაჟი სხვადასხვა ტრავმისა და დაავადების მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა. გამოვყოფთ ძირითად ჩვენებებს: ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება ზურგში, კუნთების სპაზმი, ოსტეოქონდროზი, ტანდეგობის დარღვევა ბავშვებში და მოზარდებში (ლორდიზი, სქოლიოზი, კიფოზი). ბრტყელტერფიანობა 14 წლამდე ასაკის ბავშვებში, სტრესული სიტუაციები სამსახურში და ა.შ.

      

სამკურნალო მასაჟს გააჩნია თავისი მეთოდიკა, თავისი ჩვენებები და უკუჩვენებები. არსებობს, როგორც საერთო, ისე ლოკალური ხასიათის მასაჟი. იმის მიხედვით, თუ ორგანიზმში რა სახის ფუნქციური დარღვევაა, იცვლება ამ მეთოდის მოდიფიკაციაც. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია პირველ რიგში მიიღოთ პროფესიონალის კონსულტაცია სანამ დაგეგმავთ სამკურნალო მასაჟის ჩატარებას, რათა თავიდან აიცილოთ არასწორი მკურნალობით მიღებული გართულებები. აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომია ზაფხულის პერიოდში, მოწვეული ექიმი: ევგენი ტრიგუბოვი.

ფსიქიატრია/ფსიქოლოგია

ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური მომსახურება ჩვენს კლინიკაში უზრუნველყოფს, რომ თქვენ მიიღებთ საუკეთესო მომსახურებას პერსონალური მკურნალობის გეგმის საშუალებით, რათა დავაკმაყოფილოთ თქვენი საჭიროებები. ყოვლისმომცველ ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასებებს და მკურნალობას კოორდინაციას უწევს ჩვენი კლინიკის პროფესიონალი ექიმი.

    

  1. ფსიქიატრის კონსულტაცია: დიაგნოსტიკური მკურნალობა (ფსიქოზები, ნევროზები) ფსიქოკორექციული თერაპია.

2) ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია: (ნევროზული რეგისტრის აშლილობები) დეპრესიული ტიპის აშლილობები.