რენტგენის კაბინეტი
ინტერმედიკაში ფუნქციონირებს რენტგენის კაბინეტი, სადაც ტარდება ძვალ-სახსროვანი სისტემის,თავის, სახის,შუბლის წიაღების,ჰაიმორის ღრუს,ფილტვის, მუცლის ღრუს ორგანოების, შარდ-სასქესო სისტემის და სხვა რენტგენოლოგიური გამოკვლევები. ჩვენ ვიყენებთ 2011 წლის იტალიურ Intermedical COMPACT X-RAY მოდელის რენტგენის თანამედროვე აპარატს, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს თავისი გამოკვლევის შედეგი მიიღოს მისთვის სასურველი და მოსახერხებელი ფორმით: ამობეჭდილი ფირის სახით, ჩაწერილი ფლეშკაზე და CD/DVD დისკზე, ან სულაც თავისი სურათი მიიღოს იმეილ-ით.